09/07/2013 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და თსუ-ს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს კომპანიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები -"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი - ალექსეი კუზნეცოვი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ალექსანდრე კვიტაშვილი, სხვადასვა საკითხთან ერთად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების კომპანიაში სტაჟირების თაობაზეც შეთანხმდნენ. მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მოხდება EU ChemLab პროექტის განხორციელება საქართველოში და მასთან დაკავშირებული სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მომზადდება შესაბამისი პროფილის სპეციალისტები, რომლებიც კომპანიის ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის ტრეინინგებს, სასერტიფიკატო კურსებსა და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა აღნიშნა, მემორანდუმის გაფორმება ერთნაირად მნიშვნელოვანი მოვლენაა ორივე მხარისთვის. დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების შესრულება ხელს შეუწყობს სტუდენტების მოზიდვასა და დაინტერესებას, რაც მათ სპეციალისტებად ჩამოყალიბების პროცესში უდავოდ წაადგებათ. მემორანდუმის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უნივერსიტეტის სტუდენტებს სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ ჩართულობას კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისი თქმით, მემორანდუმი, სამომავლოდ, საუკეთესო სტუდენტების კომპანიაში დასაქმებასაც ითვალისწინებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც აქვს გაფორმებული. მიმდინარე წელს, მემორანდუმებით გათვალისწინებულ საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, კომპანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 სტუდენტი დაასაქმა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი