14/06/2013 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", უნიკალური ობიექტებისა და კომპანიის საქმიანობის გაცნობის მიზნით, დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტური მოუწყო.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში განთავსებული მნიშვნელოვანი სათავო ნაგებობები - ნატახტრისა და საგურამოს წყალსადენები მოინახულეს. მათ საქართველოში წყალმომარაგების პირველი - ნატახტრის უნიკალური სიფონური წყალსადენი და წყალშემკრები კამერაც დაათვალიერეს, რომელიც ექსპლუატაციაში 1933 წელს შევიდა. თბილისში განთავსებული ობიექტებიდან ტურის მონაწილეები ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობას ესტუმრნენ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა მოსწავლეებს თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შესახებ მოკლე საინფორმაციო ექსკურსი ჩაუტარეს, აუხსნეს, თუ როგორ მუშაობს წყალმომარაგების სისტემა, რა გზებით ხდება წყლის რესურსების მოპოვება, როგორ ხდება იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტის შექმნა, რომელსაც ხარისხიანი სასმელი წყალი ეწოდება, როგორ ხდება წყლის თბილისამდე ტრანპორტირება და მომხმარებლების ონკანებამდე მიტანა და რატომ არის თბილისში ონკანის წყლის სასმელად გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. ასევე, ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების აუცილებლობაზე.
საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ტურებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რამდენიმე წელია აწყობს. მსგავს ღონისძიებებს კომპანია მომავალშიც განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი