09/10/2013 „სუფთა მტკვარი 2014 წლისთვის“
მასშტაბური პროექტი - „სუფთა მტკვარი 2014 წლისთვის“, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რამდენიმე წელია ახორციელებს, მიმდინარე წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა.
მტკვარში ფეკალური წყლები ხვდება სანიაღვრე ქსელების საშუალებით. პროექტის თანახმად კი მოხდება სანიაღვრე და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის განმხოლოება. სრულიად ახალი კომუნიკაციების მოწყობა, ძველი და ხანდაზმული ქსელების რეაბილიტაცია და მათი მიერთება მოქმედ განახლებულ ქსელებზე.
პროექტი ითვალისწინებს წყალარინების განმხოლოებული სისტემის მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ კოლექტორებთან და, საბოლოო ჯამში, მთავარ გამყვან კოლექტორთან მიერთებას. ამ გზით თბილისის ჩამდინარე წყლები მივა გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე. შედეგად 2014 წლისთვის მივიღებთ სუფთა მდინარეს დედაქალაქში.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი