26/02/2010 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურ პერსონალს ზამთრის სპეც-ტანსაცმელი ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა შეუკერეს
შეუძლებელია, ფეხით მოსიარულე თბილისელებმა არ შენიშნონ ლურჯი სპეც-ტანსაცმელით შემოსილი ბრიგადები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ. ისინი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურების თანამშრომლები არიან, რასაც მათ სპეც-ტანსაცმელზე გამოსახული ლოგოც ადასტურებს.
ლურჯი ფერის, კომფორტული, საიმედო და მაღალი ხარისხის დათბილული სპეც-ტანსაცმელი, რომელიც მძიმე პირობებში სამუშაოდ გამოდგება და ამასთან ერთად, ადამიანის დაშავების რისკებს შეამცირებს, - ეს იყო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ძირითადი მოთხოვნა ტენდერისთვის, რომელიც კომპანიამ გასული წლის 20 ნოემბერს ტექნიკური პერსონალისთვის ზამთრის სეზონში გამოსაყენებელი სპეც-სამოსის დამზადებაზე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებით დაკომპლექტებული კომპანია “ათინათი” გამოვლინდა.
სპეც-ტანსაცმლის დამზადება უკვე დასრულებულია და კომპანიისთვის მისი გადაცემის ბოლო ეტაპი თბილისის ქალთა კოლონიაში 24 თებერვალს შედგა. ქალთა კოლონიას, ამ მიზნით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდნენ.
ქალთა კოლონიის წარმომადგენლებმა, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე არიან გადამზადებული, დაკისრებული საქმე მაღალ დონეზე და დადგენილ ვადებში შეასრულეს. პროექტის ფარგლებში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლებისთვის 1365 დათბილული და წყალგაუმტარი ქურთუკი, 1234 ასეთივე კომბინეზონი და 1034 ქუდი შეიკერა.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, რომელიც აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტებში, ამ აქციით 30-მდე პატიმარი დაასაქმა და ამით მათ პროფესიულ განვითარებაშიც გარკვეული წვლილი შეიტანა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი