ახალი ამბები
...

02/03/2010 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", ქ. თბილისის აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ისანი-სამგორისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში ახალი სერვის-ცენტრების კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულა.

დღეს, ისანი-სამგორის ახალ რაიონულ ოფისს, მონახულების მიზნით, რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი ესტუმრა. სერვის-ცენტრი, ოფიციალურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა გახსნა.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, კალაუბნის ქ. #7-ში მდებარე სერვის-ცენტრი კომფორტული და მომხმარებლისთვის იოლად მისადგომია. აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ აბონენტებმა ოპერატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ. აღნიშნული სერვის-ცენტრი 109 000-მდე აბონენტს მოემსახურება - მოსახლეობას, რაიონში განთავსებულ ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.

იგივე შეიძლება ითქვას მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭანტურიას #6-ში გახსნილ ახალ სერვის-ცენტრზეც, რომელიც 46 000-მდე აბონენტს გაუწევს მომსახურებას.

მომხმარებელს შეუძლია მიმართოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სერვის-ცენტრებს და ინფორმაცია მიიღოს არა მხოლოდ რაიონის, არამედ თავისი ქუჩის წყალმომარაგებისა და წყალარინების შესახებ; დატოვოს ინფორმაცია ავარიული დაზიანების თაობაზე; ჩაერთოს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ახალ პროგრამაში, რომელსაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და თბილისის მერია ერთობლივად წარმართავენ და ისარგებლონ დაწესებული შეღავათებით. მოსახლეობას აქვე შეეძლება ქვითარში დაფიქსირებული სულადობის კორექტირება და აბონირებისთან დაკავშირებული პროცედურების გავლაც.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ეტაპობრივად ყველა რაიონული სერვის-ცენტრის მოდერნიზებას გეგმავს. უახლოეს მომავალში, ვაკე-საბურთალოს ახალი რაიონული ოფისიც გაიხსნება.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად