11/03/2010 თბილისის მერმა და GWP-ის გენერალურმა დირექტორმა, დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს
დღეს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი და ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით, ნაძალადევის რაიონში ნიკო მარის ქუჩას ესტუმრნენ.
ნიკო მარის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც წყალსადენისა და წყალარინების ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელები იცვლება. შესაცვლელი მილდენების საერთო სიგრძე 3525 მეტრია, ხოლო დიამეტრი - 25-დან 700 მმ-მდე.
გრანდიოზული პროექტი - ”თბილისის ქუჩების კაპიტალური შეკეთება და კომუნიკაციების რეაბილიტაცია”, დედაქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 80-მდე ქუჩაზე ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენისა და წყალარინების ყველა დიამეტრის ქსელს, რომლის საერთო სიგრძე, ჯამში, 70 კილომეტრს შეადგენს. 80-მდე ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაციის მიზნით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 10 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის იანვრიდან დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლომდეა გათვალისწინებული.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცის შედეგად საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები წყალსადენის ქსელებში, დაიზოგება ელექტროენერგია და შემცირდება ქსელებზე ავარიული დაზიანებების რიცხვი, რაც საშუალებას მოგცემს თბილისის მოსახლეობას გაცილებით უკეთ მოვემსახუროთ.
პარალელურად, დედაქალაქში ჩქაროსნული ავტოსტრადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის გამზირამდე, ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის შეცვლა-განახლება-რეაბილიტაციას ახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი