19/01/2014 ცხელი სადილი ყველას
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და ასოციაცია „კათარზისმა“ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოაწყვეს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია - „ცხელი სადილი ყველას“.
„ჩვენი კომპანიისა და „კათარზისის“ თანამშრომლობა უკვე ტრადიციაა. ერთმანეთთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და ამ ტიპის საქველმოქმედო აქციებს რეგულარულად ვმართავთ. ნათლისღების დღესასწაულზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვეწვიოს, „კათარზისის“ კარი დღეს ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება ღია და ცხელი სადილით ყველა მსურველს გავუმასპინძლდებით. ვცდილობთ ეს დიდი დღესასწაული ამ სახით მივულოცოთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ბახტაძემ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მასპინძლის რანგში, დღეს დილის 11 საათიდან, „კათარზისთან“ ერთად, სოციალურად დაუცველ თბილისელებს უფასო ცხელი სადილით უმასპინძლდება. აქციის ორგანიზატორები ცხელ სადილს, დღის განმავლობაში, 2000-ზე მეტ კაცს შესთავაზებენ.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი