ახალი ამბები
...

19/03/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის მუშაობის შედეგები შეაჯამეს


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“, დღეს, კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის მუშაობის შედეგების გაცნობის მიზნით, ბრიფინგი გაიმართა. ანტიკრიზისული შტაბის მუშაობის შედეგები შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი გაჩეჩილაძემ  შეაჯამა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბი საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს. მისი შექმნის მიზანი კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება, რაც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე წლევანდელი მკაცრი ზამთრის შედეგად მომხდარ ავარიულ დაზიანებებზე ოპერატიულ რეაგირებასა და მათ მინიმუმამდე დაყვანაში მდგომარეობს.

ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის მუშაობის პრინციპებსა და მართვის მოდელზე, რამაც სრულად უზრუნველყო სასურველი შედეგის მიღწევა - დღეის მდგომარეობით, თბილისში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს დაგროვილი დაზიანებები.

ანტიკრიზისული შტაბის ხელმძღვანელის - გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, - „შტაბმა თავისი ფუნქცია, პრაქტიკულად, შეასრულა - კრიზისი მთლიანად დაძლეულია და ახლა ვმუშაობთ მდგომარეობის მკვეთრად გასაუმჯობესებლად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პროცესი მართვადია, შემცირებულია როგორც ქსელებზე დაზიანებების რაოდენობა, ასევე წყალმომარაგების წყვეტის შემთხვევებიც. მაქსიმალურად შემცირებულია, ასევე,  წყალმომარაგების წყვეტის ყოველი კონკრეტული არეალი. ამას გარდა, ვცდილობთ, ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში ჩავატაროთ, რათა ჩვენს აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის გამო მინიმალური დისკომფორტი შეექმნათ“.

ანტიკრიზისული შტაბი, რომელიც დაკომპლექტებულია კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტებისგან, მუდმივად კონტროლდება კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ. მისი მთავარი ინსტრუმენტებია ოპერატიულობა, ზუსტი კოორდინაცია, ავარიულ დაზიანებებზე მყისიერი რეაგირება და განსაზღვრულ ვადებში მათ ლიკვიდაციაზე მკაცრი მონიტორინგის დაწესება.

კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა 24-საათიან რეჟიმში მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეძლო:
- კომპანიის საავარიო სამსახურის გაძლიერება ახალი ბრიგადებითა და სპეცტექნიკით - არსებულ 57 საავარიო ბრიგადას დაემატა  28 ახალი, კარგად აღჭურვილი  მობილური ბრიგადა
- ზამთრის სეზონზე დაგროვილი 100-ზე მეტი მსხვილი და მცირე ავარიული დაზიანების გამოვლენა და აღმოფხვრა  თბილისის მასშტაბით
- ყოველ კონკრეტულ დაზიანებასთან დაკავშირებით მყისიერი სამოქმედო გეგმის შემუშავება
- გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა დაზიანების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით
- ზუსტი ტექნიკური დავალებების გაცემა და მათ შესასრულებლად გონივრული ვადის დაწესება
- მომხმარებელთათვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით,  ტექნიკური სამუშაოების ჩატარება დღის ნაცვლად ღამის საათებში - თუმცა, ღამის საათებში მუშაობით კომპანიას მეტი სირთულეები ექმნება და ხარჯებიც ეზრდება
- მომხმარებელთათვის ნაკლები დისკომფორტის მიყენების მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისას შესაძლებლად მცირე არეალისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა, რასაც თავის მხრივ მოსდევს წყლის შეწყვეტა შესაძლებლად მოკლე დროით
- დავალებების დაწესებულ ვადაში შესრულების კონტროლი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბმა მუშაობა 12 თებერვლიდან დაიწყო.  ანტიკრიზისული შტაბის შექმნა დროებითი ღონისძიებაა და ის ფუნქციონირებას პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე გააგრძელებს.

 


 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად