28/04/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
კომპანიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი გაჩეჩილაძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, გიორგი გაჩეჩილაძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბს ხელმძღვანელობდა.
გიორგი გაჩეჩილაძე სპეციალობით ეკონომისტია. დაიბადა 1968 წელს, თბილისში, დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფლობს ეკონომიკის მაგისტრის წოდებას. 1999 – 2000 წლებში მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, 2001 – 2003 წლებში კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2003 წლიდან მოყოლებული, გიორგი გაჩეჩილაძე კერძო სექტორში მოღვაწეობს.
კომპანიის ახალი გენერალური დირექტორის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება როგორც დედაქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა, ასევე, ხარისხიანი სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობის შეუფერხებელად მომარაგება, მომსახურების სტანდარტების ამაღლება და არსებული სისტემების ძირეული მოდერნიზაცია.
გიორგი გაჩეჩილაძემ გენერალური დირექტორის პოსტზე ალექსეი კუზნეცოვი შეცვალა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი