08/05/2014 მილების შეცვლა თბილისის 70 ქუჩაზე მიმდინარეობს!
წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელების ახლით შეცვლა თბილისის 70 ქუჩაზე მიმდინარეობს!
თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ ფაზაში გადავიდა. კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის ქუჩებზე, მოძველებულ და ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს ახლით ცვლის. მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, კომპანია თბილისის 70-ზე მეტ ქუჩაზე მთლიანად ანახლებს ქსელებს. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება.
ამ ეტაპზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოები უკვე დაასრულა დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 25 ქუჩაზე. ყველა ამ ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა ხანდაზმული მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო წყალსადენისა და საკანალიზაციო ახალი საკვანძო ჭები. უახლოეს დღეებში, დასრულებული სამუშაოების ნუსხას სხვადასხვა რაიონის 18 ქუჩაც შეემატება. მაისის შუა რიცხვებიდან კი, კომპანია ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ერთდროულად კიდევ 20 ქუჩაზე დაიწყებს.
ამასთან, კომპანია თბილისელებს მიმართავს, გაითვალისწინონ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების შეწყვეტის გარეშე. სანაცვლოდ, ქუჩების ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში - ეს კი, ხელს შეუწყობს დედაქალაქის სტაბილურ და საიმედო წყალმომარაგებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი