27/05/2014 დავით ზურაბიშვილი სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონში მდებარე დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის, უახლოეს მომავალში, წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დოლიძის ქუჩაზე წყალსადენის მოძველებულ ქსელებს ახლით ცვლის. ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დიერექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ, დოლიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატს - დავით ზურაბიშვილს დაათვალიერებინა. დოლიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ფაზაშია - უკვე ახლით არის შეცვლილი მაგისტრალური მილის 700 მეტრიანი მონაკვეთი, ასევე მთლიანად შეცვლილია ყველა განშტოება. განახლებული ქსელების საერთო სიგრძემ დოლიძის ქუჩაზე 1400 მეტრი შეადგინა, მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ეწყობა წყალსადენის ახალი საკვანძო ჭები.
მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოძველებულ და ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს 70-ზე მეტ ქუჩაზე მთლიანად ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება. სადღეისოდ, კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 40-მდე ქუჩაზე. ივნისის შუა რიცხვებიდან კი, კომპანია მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, ერთდროულად კიდევ 20 ქუჩაზე დაიწყებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი