12/06/2014 სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობაზე
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საინფორმაციო-შემეცნებითი ტური, დღეს, მესამედ მოაწყო. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის II კურსის 25 სტუდენტი ღრმაღელის სათავო ნაგებობას და წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას გამოცდილების მიღების მიზნით ესტუმრა.
სტუდენტები ყველა იმ ძირითად ტექნოლოგიურ პროცესებს გაეცნენ, რომელსაც ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის და თავად დარწმუნდნენ, რომ თბილისური ონკანიდან წამოსული სასმელი წყალი ის ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც კომპანია სპეციალურად თბილისის მოსახლეობისთვის ქმნის.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკამ და წყლის ხარისხის მონიტორინგის სისტემამ გამოიწვია. მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ აკონტოლებენ ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და პარამეტრებს, ასევე, როგორ ახდენენ ქლორის დოზირებას და სასმელ წყალში ნარჩენი ქლორის შემოწმებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, ISO-17025-ის სტანდარტით აკრედიტიტებული ერთ-ერთი პირველი ტექნიკურად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც სასმელი წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას უწევს კომპანიის დანარჩენი ლაბორატორიების ფუნქციონირებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი