09/06/2014 სპეციალური განცხადება - ხარვეზი ერთიან კომუნალურ ქვითარში
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თავის აბონენტთა საყურადღებოდ, გადახდის ქვითრის თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 9-10 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თბილიში მცხოვრები აბონენტების ნაწილმა, რომელსაც, როგორც წესი, 23 ივნისამდე უწევს გადასახადის დაფარვა, მიიღო ერთიანი კომუნალური ქვითარი, რომელშიც GჭP-ის გრაფა, პრაქტიკულად ცარიელია - ტექნიკური ხარვეზის გამო, ქვითარში არ არის ასახული წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი და აღრიცხვის კვანძის მოწყობის (გამრიცხველიანების) საფასურის ყოველთვიური პორცია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს გარკვეული დისკომფორტისთვის და აქვე თხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ შეამოწმონ სააბონენტო ბარათზე დარიცხული გადასახადი სწრაფი გადახდის ტერმინალებში, ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით ან ბანკების ფილიალებში, იმისთვის, რომ აბონენტებმა წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოახერხონ დროულად - არაუგვიანეს 23 ივნისისა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი