26/06/2014 GWP -ს საკანალიზაციო კოლექტორის დაზიანება
დიდ დიღომში, ტარიელის ქუჩაზე 800 მმ-იანი საკალანალიზაციო რკინა-ბეტონის კოლექტორის 11-მეტრიანი მონაკვეთი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურ ბრიგადას, დღეს, მიწიდან ამოღებული დახვდა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადა აღნიშნულ ქუჩაზე გაურკვეველი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით მივიდა.
შესაძლო დაზიანების თაობაზე კომპანიის ცხელ ხაზს ტარიელის ქუჩის მაცხოვრებლებმა აცნობეს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყლები დიდ დიღომში მდებარე ტარიელის ქუჩაზე მიწიდან ამოდიოდა. ადგილზე მისულ ტექნიკურ ბრიგადას, დაზიანების ნაცვლად, 800 მმ-იანი საკანალიზაციო მაგისტრალური მილის 11-მეტრიანი მონაკვეთი მიწიდან გამქრალი დახვდა. ამ ფაქტის გამოაშკარავება საგზაო სამუშაოების შედეგად მოხდა, კერძოდ კი, მძიმე ტექნიკას, რომელსაც გზა გაჰყავდა, მიწა გამოეცალა და დიდ ორმოში ჩავარდა - მილის არარსებობის გამო გრუნტმა, ქვეშშექმნილი სიცარიელის გამო, ტრაქტორის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩავარდა.
კომპანიის წყალარინების საავარიო ბრიგადის უფროსის თქმით, ტარიელის ქუჩაზე ტრაქტორის მიწაში ჩავარდნის შესახებ მათ საგზაო დეპარტამენტის მუშებისგან შეტყვეს. ბრიგადის უფროსის ვარაუდით, ტრაქტორის ჩავარდნა კოლექტორის არარსებობით შექმნილი სიცარიელის გამო მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტექნიკურმა ბრიგადამ კომპანიის წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და უსაფრთხოების სამსახურს აცნობა.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამილა ჩაჩხალია აცხადებს, 11-მეტრიან მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობს კოლექტორი, აღმოჩენილია მხოლოდ მილის 2-მეტრიანი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილები დაკარგულია. მისი თქმით, კოლექტორის გაუჩინარების მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია, არადა, აღნიშნული ქსელი გამართულად მუშაობდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოკვლევას აწარმოებს.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი