ახალი ამბები
...

14/07/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბლოგერები სპეციალურ კონკურსზე მიიწვია

 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური კონკურსის შედეგად, იმ ერთ საუკეთესო ბლოგერს გამოავლენს, რომელიც კონკრეტული თემის ირგვლივ - „თბილისის წყალმომარაგების სისტემა და თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი“ - საუკეთესო ბლოგ-პოსტს შექმნის.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ ბლოგერს, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, 28 ივლისს გამოავლენს და დააჯილდოვებს.
 
კონკურსში მონაწილეობს 10 აქტიური ბლოგერი. თითოეულმა მათგანმა თბილისის წყალმომარაგების სისტემისა და სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებული თავისი ბლოგ-პოსტი 3 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს. კონკურსანტებმა, რომელებსაც არ იზღუდებიან თემის  სახელწოდებასა ან სტილისტიკაში, მომზადებული მასალა ფეისქსბუქის საკუთარ ბლოგზე 16 ივლისამდე უნდა ატვირთონ, ასევე, თემის გამოქვეყნებიდან 10 დღის მანძილზე უზრუნველყოფენ თემის  პოპულარიზაციას საკუთარ გვერდზე.   
 
ბლოგ-პოსტების შექმნამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბლოგერების ჯგუფს თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერებინა, როგორიცაა სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორია, თბილისსა და არაგვის ხეობაში განთავსებული წყალსადენის სათავო ნაგებობები და ჟინვალის ჰიდროკომპლექსი. 
 
საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის წყალმომარაგება, როგორ მუშავდება და იფილტრება ნედლი წყალი და იქმნება პროდუქტი - სასმელი წყალი, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება ჯანმრთელობისთვის, რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს - ამ თემებთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა კონკურსის მონაწილე ბლოგერებს წყალსადენის სისტემის მუშაობის სპეციფიკა და დანიშნულება გააცნეს.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად