30/07/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა დაამტკიცა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, განვითარების ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანიის მართვის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა დაამტკიცა.
ახალ სტრუქტურაში, რომელიც დღემდე მოქმედ მოდელთან შედარებით გაცილებით მოქნილია, მაქსიმალურადაა ასახული კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტები და მისადაგებულია იმ გამოწვევებთან, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ მნიშვნელოვანი იქნება განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლისას.
ახალ სტრუქტურაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თბილისის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მუდმივ განვითარებასა და მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებაზე. ახალი მოდელი ასევე ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის თანმდევი შესაძლო საფრთხეების უფრო ეფექტურად მართვასა და მომხმარებელთა კმაყოფილების მნიშვნელოვნად გაზდას.
ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის კონცეფციასა და მოდელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფთან“ თანამშრომლობით, 3 თვის განმავლობაში ამუშავებდა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი