ახალი ამბები
...

01/08/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კონკურსში გამარჯვებული ბლოგერი დააჯილდოვა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დღეს, სპეციალურ კონკურსში, სახელწოდებით - „სასმელი წყალი თბილისურ ონკანებში“ გამარჯვებული ბლოგერი - გიორგი ურუშაძე  დააჯილდოვა. საუკეთესო სტატია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კონკურსის მოთხოვნებსა თუ კრიტერიუმებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში აღმოჩნდა, კომპანიის სპეციალისტებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა http://teennewson.wordpress.com/2014/07/16/ukacravad-magram-chems-onkanshi-qloriani-wyali-modis/ 

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღო ათმა აქტიურმა ბლოგერმა, რომელთაც კონკრეტული თემის  - „თბილისის წყალმომარაგების სისტემა და თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი“ - ირგვლივ თავიანთი ორიგინალური ბლოგ-პოსტები შექმნეს, საკუთარ ბლოგზე ატვირთეს და გამოქვეყნებიდან 10 დღის მანძილზე, საკუთარ გვერდზე გაზიარებით, თემის ყოველდღიური პოპულარიზაცია უზრუნველყვეს. 

 

ბლოგ-პოსტების შექმნამდე, ბლოგერების შეკითხვებს -  საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის წყალმომარაგება, როგორ მუშავდება და იფილტრება ნედლი წყალი და იქმნება პროდუქტი სასმელი წყალი, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება ჯანმრთელობისთვის, რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საინფორმაციო ტურით უპასუხა და ბლოგერების ჯგუფს წყალსადენის სისტემის მუშაობის სპეციფიკა და დანიშნულება გააცნო. საინფორმაციო ტურის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებმა თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერეს, როგორიცაა სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორია, თბილისსა და არაგვის ხეობაში განთავსებული წყალსადენის სათავო ნაგებობები და ჟინვალის ჰიდროკომპლექსი.
 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად