07/08/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნასაგურის კლინიკას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, ნასაგურის დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, უახლოეს მომავალში, სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების პრობლემას გადაუჭრის.
ნასაგურში ეს ერთადერთი კლინიკაა, რომელიც დასახლების მაცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურებას უწევს. ისევე როგორც ნასაგურის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას და დასახლებაში მდებარე სხვა ობიექტებს, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებასაც გააჩნია ტექნიკურად გაუმართავი წყალგაყვანილობის ქსელი, რომელიც არ არის მაგისტრალურ მილდენთან მიერთებული, შესაბამისად, მისი წყალმომარაგება შეფერხებებითა და გარკვეული შეზღუდვით ხდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნასაგურის კლინიკას, როგორც ერთადერთ სამედიცინო დაწესებულებას დასახლებაში, წყალგაყვანილობის ახალ ქსელს უსასყიდლოდ დაუმონტაჯებს, რისთვისაც კომპანიამ უკვე შეადგინა პროექტი და ტექნიკური პირობა. დახმარებისთვის კომპანიას კლინიკის ადმინისტრაციამ მიმართა.
თბილისის ახალი საზღვრების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნასაგურისა და მასთან ახლომდებარე წინუბნის დასახლებისთვის წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მშენებლობას ახორციელებს. ამ დროისთვის გაყვანილია 2 000 მეტრი სიგრძის წნევიანი მაგისტრალური მილდენი და დასრულებულია წყალსადენის 9 000 მეტრიანიახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობაც, დამონტაჟებულია ჩამკეტ-მარეგულირებელი 9 ურდული, განშტოებებზე კი მოწყობილია 250 მცირე ზომის ჭა. ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, წინუბნისა და ნასაგურის 3000 მოსახლეს უწყლობის პრობლემა გადაეჭრება და 24-საათის განმავლობაში მომარაგდება სასმელი წყლით.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი