23/10/2014 ბიზნესის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახდა
იზნესის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. ნომინაციაში - „საინვესტიციო მიმზიდველობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური პასუხისმგებლობა“ - გამარჯვებული თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია და მისი გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა.
2013 წლის მანძილზე, ბიზნესსექტორში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური პრიზი და სიგელი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენელს გუშინ საღამოს, წარმატებული ბიზნესკომანიების რიგით XV ბიზნესდაჯილდოვების ცერემონიალზე გადაეცა.
რიგით XV ბიზნესდაჯილდოვებამ 2013 წლის საუკეთესო 30 ბიზნესკომპანია გამოავლინა, რომელთა შერჩევა სპეციალურად მიწვეულ ექსპერტთა შეფასებით მოხდა. ცერემონიალი მთაწმინდის პარკში, „ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბის“ ორგანიზებით გაიმართა.
კომპანია”ჯორჯიანუოთერენდფაუერი”
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი