30/10/2014 წყნეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობა უკვე დასრულების სტადიაშია
დაახლოებით ორ თვეში, წყნეთის მოსახლეობა 24-საათიანი სასმელი წყლით მომარაგდება. თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა - გიორგი მუსხელიშვილმა და ვაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუკრი ზარიძემ, დღეს, დაბა წყნეთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოინახულეს. გიორგი მუსხელიშვილს და ნუკრი ზარიძეს ქვედა წყნეთში, რუსთაველისა და ამილახვრის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ გააცნო.
მიმდინარე წლის ივნისიდან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაბა წყნეთის, ისევე როგორც თბილისის ახალ საზღვრებში შემავალი სხვა სოფლებისა და დასახლებების, 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. კომპანიის გენერალური დირექტორის - გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, წყნეთში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობა უკვე დასრულების სტადიაშია. „საერთო ჯამში, 24 კილომეტრი სიგრძის ქსელი უკვე გაყვანილია, დარჩა დაახლოებით 1 კილომეტრის გაყვანა, თავისი განშტოებებით. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს უკვე შევძლებთ წყნეთის მოსახლეობა წყალსადენის ახალ სისტემაზე გადავიყვანოთ, 1 იანვრიდან კი, მთელი წყნეთი სასმელი წყლით 24-საათიან რეჟიმში მომარაგდება“, - აღნიშნავს გიორგი გაჩეჩილაძე.
დაბა წყნეთში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ რეკონსტრუქცია ჩაუტარა სასმელი წყლის 3 რეზერვუარს, ააშენა სატუმბო სადგური, სადაც უახლოეს მომავალში, თანამედროვე ტიპის 4 ავტომატურ ტუმბო-აგრეგატს დაამონტაჟებს და წყალსადენის ახლადგაყვანილი 25 000 მეტრიანი ქსელებით წყნეთის მოსახლეობის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროგრამას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014 წლის ბოლოს დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლიდან, დედაქალაქის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებსაც სასმელი წყალი არა გრაფიკით, არამედ 24-საათიან რეჟიმში ექნება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი