ახალი ამბები
...

04/11/2014 ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის“ ტურნირის ფავორიტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გუნდია


ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის“ მეორე ტურის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა კვლავაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად GWP-ის გუნდმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფეხბურთელებს სძლია.  მატჩი, რომელიც ჯემალცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში შედგა, GWP-ის გამარჯვებით - 10-1 დასრულდა.

 

ჩატარებული ორი ტურის შედეგების მიხედვით, რვა საფეხბურთო გუნდიდან, სატურნირო ცხრილში 6-6 ქულას, ერთბაშად, ხუთი გუნდი ფლობს, თუმცა, გატანილი გოლების  შეფარდების მიხედვით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლიდერობს. საუკეთესო გუნდები, მათ შორის GWP-იც, ჩემპიონის ტიტულისთვის  ასპარეზობას გააგრძელებენ. ტურნირის მორიგი თამაშები, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.  

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის „ვერცხლის ლიგის“ შეხვედრები 19 ოქტომბრიდან დაიწყო. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, „ვერცხლის ლიგის“ პირველი ტურის თამაშების საუკეთესო ფეხბურთელად GWP-ის თავდამსხმელი - გიორგი აფციაური დასახელდა. 

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად