09/02/2015 „მოდულის“ შენობის მიმდებარედ, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის საძირკვლიდან მიწა ისევ ჩამოიშალა
დღეს საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ე.წ. მოდულის შენობასთან ახლოს, თავხელიძის ქ. N 1-თან, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე ისევ ჩამოიშალა მიწის მასივი. საძირკვლის ჩამოშლას კვლავ მოჰყვა იქვე გამავალი საკანალიზაციო მილის დაზიანება.
„მოდულის“ შენობის მიმდებარედ მიწის ჩაწოლის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. აღნიშნულის მიზეზი, ამჯერადაც, სამშენებლო კომპანია შპს "ბანის" მიერ მშენებარე კორპუსის საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბულის არასათანადო გამაგრებაა.
„მოდულის“ შენობის მიმდებარედ, შემთხვევის ადგილზე, დაზიანებული საკანალიზაციო მილის აღსადგენად მობილიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები და საავარიო ბრგადები. სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს საღამოს, 20:30 საათიდან, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსებს - N78ბ, 76ბ-ს და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოფისს წყალმომარაგება შეუწყდება.
„მოდულის“ შენობის მიმდებარედ, მშენებარე კორპუსის გათხრილი საძირკვლის ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის პირველი შემთხვევა 1 თებერვალს, ხოლო განმეორებითი - 2 თებერვალს მოხდა. ორივე ჯერზე, ავარიულად დაზიანებული საკანალიზაციო მილის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საკუთარი ძალებით აღადგინა.
კომპანიის ხელთარსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია შპს "ბანს" მშენებლობის საწარმოებლად 2007 წელს აღებული ძველი ტექნიკური პირობა არ ჰქონდა განახლებული, ამასთან, შპს "ბანს" არც საძირკვლისთვის გათხრილი ქვაბული აქვს ტექნიკური ნორმების დაცვით გამაგრებული, რაც მიწის ჩამოწოლასა და საკანალიზაციო ქსელის დაზიანებას იწვევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და საცხოვრებელ 2 კორპუსს წყალმომარაგება აღუდგინოს.
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
09.02.2015.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი