17/02/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხვალ, გლდანის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ მაგისტრალს წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ დილიდან, გლდანის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიაერთებს. მაგისტრალის ახალი, 700 მეტრიანი მონაკვეთის მისაერთებლად, კომპანია სამუშაოებს უწერისა და ბარისახოს ქუჩების კვეთაზე, 18 თებერვლის 10:00 საათიდან შეუდგება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ახალი ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 18 თებერვლის 10:00 საათიდან, 19 თებერვლის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
· გლდანის „ა“, I, II, III, IV და თემქის IV მ/რაიონებს
· გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 19 თებერვლის 10:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
17.02.2015.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი