ახალი ამბები
...

26/02/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჯავახიშვილის ქუჩაზე ახლადგაყვანილი მაგისტრალური ქსელები ექსპლუატაციაში გაუშვა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის აღმართი)

ახალგაყვანილი 500 და 400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელები წყალმომარაგების სისტემას მიუერთა და ექსპლუატაციაში გაუშვა.  წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებს წინ უძღოდა ახალი ქსელების გაყვანის, მათი ტესტირების, რეცხვისა და ლაბორატორიული შემოწმების პროცესი.

 

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე წყალსადენის  700-მეტრიანი ახალი ქსელები უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების  ფოლადის იზოლირებული მილებისგან მოეწყო, რომელზეც ახალი საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. უახლოეს დღეებში, ელბაქიძის აღმართზე  საკანალიზაციო ქსელის გაყვანის სამუშაოებიც დასრულდება.  

 

აღსანიშნავია, რომ წყალსადენის ახალი ქსელების გაყვანისა და ტესტირების პროცესში, რასაც დაახლოებით 15 დღე დასჭირდა, ელბაქიძის აღმართის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება არ შეფერხებიათ, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო. 

 

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, კვლავაც გრძელდება კომპლექსური სამუშაოები. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს.  


სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად