ახალი ამბები
...

19/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეშფოთებას გამოთქვამს მოქალაქეების ბოლოდროინდელი იმ ქმედებების თაობაზე, რაც თბილისის ქუჩებში მდებარე წყალსადენის საკვანძო ჭებში მათ უნებართვოდ ჩასვლასა და ურდულების თვითნებურად დაკეტვის მცდელობას უკავშირდება. აღნიშნული ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, კომპანია თბილისის მოსახლეობას სპეციალური განცხადებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაუშვებლად მიიჩნევს მსგავს თვითნებურ ქმედებებს, რაც პირველ რიგში, რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, იწვევს ურდულების დაზიანებასა და გარკვეული არეალის მოსახლეობის საათობით უწყლოდ დატოვებას - კომპანია კი იძულებულია, დაზიანებული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ახლით შეცვალოს, რაც, ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯია.

 

მოქალაქეები მსგავს თვითნებურ ქმედებას მიმართავენ მაშინ, როდესაც მათ საცხოვრებელ ფართში დაზიანებული წყალგაყვანილობის შეკეთება-შეცვლა სურთ და წყლის ლოკალურად შეწყვეტას ვერ ახერხებენ. ამის გამო ისინი, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე, საკვანძო ჭებში დამონტაჟებული ურდულების დაკეტვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად, მიმართავს მოსახლეობას, რომ მაგისტრალური ქსელიდან წყლის დაკეტვის თაობაზე აუცილებლად ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ კომპანიას. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მომხმარებლის შიდა ქსელზე, ავარიული დაზიანების გამო, გამოუვალი მდგომარეობა იქმნება და სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია წყლის დაუყოვნებლივ დაკეტვაზე, მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს - 293 11 11, ან ვებგვერდის www.georgianwater.com - ონლაინ-ჩეთს. მიღებულ შეტყობინებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.  

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად