05/06/2015 GWP-მ საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების წლევანდელი პროგრამა გახსნილად გამოაცხადა
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, დღეიდან, საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა აამოქმედა. კომპანია ახალგაზრდა თაობის მოსაზიდად მსგავსს პროექტებს, ტრადიციულად, ზაფხულის თვეებში ახორციელებს. წლევანდელი პროგრამა გაცილებით ფართომასშტაბიანია, შესაბამისად, მასში ჩართვა, წინა წლებთან შედარებით, მეტ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება.
პროგრამაში პერსპექტიული კადრების მოზიდვის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებელს დაუკავშირდა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით მზაობა 300-ზე მეტმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა გამოთქვა. პროგრამაში ჩასართავად, კომპანია 100-მდე ახალგაზრდას შეარჩევს.
პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას წყლის მოპოვების, წყლის განაწილების, წყალარინების, დისპეტჩერიზაციის, ქსელების მართვის, აღრიცხვის, ბილინგისა და ენერგეტიკის მიმართულებით გაივლიან.
საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის ამოქმედებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახალგაზრდა სპეციალისტების ფორმირებას შეუწყობს ხელს. პროგრამის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით წარმატებულ სტაჟორებს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დანიშნულებაში ("subject") მიუთითოთ "სტაჟირების პროგრამა".
აპლიკანტებს, დამატებითი ინფორმაციის მიღება, შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე: 293 11 11
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი