ახალი ამბები
...

31/03/2010 მემორანდუმი ტექნიკურმა უნივერსიტეტთან

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მემორანდუმის ფარგლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ, როგორიცაა: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და პრობლემური ტექნიკური საკითხების გადაჭრის გზების ერთობლივად დასახვა; ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავება; შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადება და მათთვის ტრეინინგების ჩატარება; უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვა და მოდერნიზება; ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" სტაჟირების კურსის გავლა.

"მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია მოვლენაა როგორც კომპანიისთვის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების შესრულება ხელს შეუწყობს წყალმორაგებისა და წყალარინების დარგის განვითარებას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვასა და დაინტერესებას. მემორანდუმის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ ჩართვას კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში" - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა. მისი თქმით, მემორანდუმი, სამომავლოდ, საუკეთესო სტუდენტების კომპანიაში დასაქმებასაც ითვალისწინებს.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად