ახალი ამბები
...

28/06/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო

 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ფონდში, 100 000 ლარია მობილიზებული.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიიჩნევს, რომ სტიქიით მიყენებული სოლიდური ზარალისსალიკვიდაციოდ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის, ამიტომ, მზადყოფნას გამოთქვამს,დედაქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, თბილისის მთავრობასთან ერთად, მშენებლობის პროცესში ჩაერთოს.
 
კომპანია, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, 14 ივნისის ღამიდან, ინტენსიურ, 24-საათიან რეჟიმში, გაძლიერებული შემადგენლობით - ცვლაში 35 ტექნიკური ბრიგადით მუშაობს და, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში, განაგრძობს სტიქიით დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. კომპანიამ შეძლო, უმოკლეს დროში აღედგინა სტიქიით დაზიანებული 5 მაგისტრალური მილდენი, ოპერატიულად განეხორციელებინა დროებითი ღონისძიებები საკანალიზაციო კოლექტორის დაზიანებით გამოწვეული შედეგების გასანეიტრალებლად, ასევე აღმოეფხვრა 200-ზე მეტი საშუალო და მცირე დაზიანება ქსელებზე.
 
შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, დღემდე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლაბორატორიის სპეციალისტებიც და თბილისის უბნებში წყლის სინჯებს იღებენ. პარალელურად, როგორც წესი, წყლის ხარისხს ლაბორატორიულად იკვლევენ წყალსადენის ქსელებზე ჩატარებული ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ. ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
 
ამასთან, კომპანია ყოველთვის მზად არის, დახმარება გაუწიოს თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს სტიქიის ზონებში მიმდინარე სამუშაოების ჩატარებისას, მათ შორის ზოოპორკის ტერიტორიაზე, სადაც ხშირია ქსელების დაზიანების შემთხვევები.
 
მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგად კომპანიამ თავადაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, შენარჩუნებულია უწყვეტი წყალმომარაგება და ზედმიწევნით დაცულია სასმელი წყლის მაღალი ხარისხი.
 
 
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად