ახალი ამბები
...

06/09/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამერიკულ კომპანია AECOM-თან ითანამშრომლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში,  უმსხვილესი ამერიკული კომპანიაAECOM-ი ჩამოდის. AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.   
 
7 სექტემბრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, AECOM-ის ექსპერტები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებს პროფესიულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციას.   
 
AECOM-ი უკვე 25 წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმატებით თანამშრომლობს 150-ზე მეტი ქვეყანის მთავრობებსა და კერძო კომპანიებთან. მას არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მშენებლობის, ტრანსპორტისგარემოს დაცვისენერგეტიკისნავთობის ინდუსტრიისა და წყალმომარაგების სფეროებში.
 
 
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
 
06.09.2015 
სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად