07/09/2015 ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები თბილისის წყალმომარაგების მნიშვნელოვან ობიექტებს ეცნობიან
უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ის ექსპერტები, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან და სპეციალისტებთან ერთად, დღეს, თბილისის წყალმომარაგებსა და წყალარინების ყველა მნიშვნელოვან ობიექტს მოინახულებენ. ამით უცხოელ ექსპერტებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ, თუ როგორ ოპერირებს საქართველოში სიდიდით მეორე წყალგამანაწილებელი კომპანია, რომელიც სასმელი წყლით დედაქალაქს ამარაგებს.
დღის მანძილზე AECOM-ისექსპერტები დაათვალიერებენ ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი, არაგვის ხეობის, ღრმარელისა და სამგორის სათავე ნაგებობები, ლაბორატორიები.
„ჯორჯიან უოთერ ენდფაუერის“ საწარმოო ციკლზე პრაქტიკული დაკვირვებისა და შემდგომი თეორიული შესწავლის საფუძველზე, AECOM-ის ექსპერტები კომპანიის სამომავლო განვითარების დოკუმენტს მოამზადებენ.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ისექსპერტები იმყოფებიან. AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც ქართულ კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.
.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი