18/09/2015 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის თანამშრომლებმა მდინარე არაგვიდან, წყლის სინჯები აიღეს. წყლის სინჯების აღების პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე ესწრებოდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, ხოლო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის თანამშრომლები კი წყლის ხარისხს შეისწავლიან.
"აღსანიშნავია, რომ "სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა" წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წლის 18 სექტემბერს დაარსა. რაც მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მათი ჩართულობის გაზრდას".
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი