26/11/2015 სემეკის გადაწყვეტილება რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს შეაფერხებს
კომპანია „რუსთავის წყალი“, სამომხმარებლო ტარიფების ცვლილების შესახებ, სემეკის 26 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანია „რუსთავის წყლის“ მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკის მიერ დღევანდელ სხდომაზე დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას ქ. რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.
სემეკის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად „რუსთავის წყალი“ წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს.
კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი - ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება.
ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან შეაფერხებს ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ ზრუნავს თავისი მომხმარებლის ინტერესებზე, არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი