ახალი ამბები
...

02/12/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად ქმედებებს ააქტიურებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი იმ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებს,  რომლებიც სასმელ წყალს უკანონოდ მოიხმარენ.

 

წყლის დატაცების შემთხვევების გამოსავლენად, კომპანია ბრძოლას ააქტიურებს, რაც მონიტორინგის გამკაცრებას, დარღვევების ოპერატიულად გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. დარღვევის მქონე ყველა ობიექტის მეპატრონე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდება, ხოლო სასმელი წყლის დიდი ოდენობით დატაცების ფაქტებზე ინფორმაციას კომპანია საზოგადოებას გამოვლენისთანავე მიაწვდის.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს დატაცების შემთხვევები, რადგან წყლის უკანონო მოხმარება სერიოზულ მატერიალურ ზარალს აყენებს კომპანიას  და ზრდის მის კომერციულ დანაკარგებს. ამავდროულად, კომპანია კომერციული აბონენტების ინტერესებსაც ითვალისწინებს და თანამშრომლობას სთავაზობს ყველა იმ ობიექტის მეპატრონეს, რომელიც სასმელ წყალს აქამდე უკანონოდ მოიხმარს. აღიარების შემთხვევაში, ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, კომერციული ობიექტების მეპატრონეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GWP-ის ცხელ ხაზს - 293 11 11 ან მიმართონ კომპანიის სათავო ოფისს (მისამართი: მ. კოსტავას I შესახვევი, 33, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.

 

ბოლო პერიოდში, თბილისში, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და დატაცების შემთხვევების მატება შეინიშნება. ასევე, გახშირდა მრიცხველის განზრახ დაზიანების ფაქტებიც. ასეთი დარღვევები უფრო მეტად სხვადასხვა პროფილის კომერციულ ობიექტებსა და საწარმოებში ვლინდება. 

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად