ახალი ამბები
...

08/12/2015 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საგურმოჰესის მშენებლობა დაიწყო

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

 

საგურამოჰესის მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“, რომელიც ჰესის ასაშენებლად 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობის უზრუნველსაყოფად, 5.8 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი კომპანიას „თიბისი ბანკმა“ გამოუყო.

 

ორაგრეგატიანი საგურამოჰესის დადგმული სიმძლავრე 4,4 მვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ კვტ.სთ. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება და საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვა 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.

 

დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები - მომზადებულია ჰესის საძირკველი, მიმდინარეობს სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი. ამ ეტაპზე, მოგვარებულია მშენებლობის განსახორციელებლად აუცილებელი ფორმალური მხარეები, კერძოდ: ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან ხელმოწერილია მემორანდუმი და შეთანხმება, მიღებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და შესაბამისი ნებართვა, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან კი -  მშენებლობის ნებართვა, ასევე, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებულია ჰესის ენერგოსისტემასთან მიერთების სქემა. ტურბინისა და სხვა ძალოვანი დანადგარების შესაძენად, რომლის ღირებულებაა 1,300 000 ევროა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლობს ავსტრიულ კომპანია ANDRITZ HYDRO SAS-თან.  

 

საგურამოჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

 

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად