05/01/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლებს მადლობას უცხადებს
მიმდინარე წლის 3 იანვარის საღამოს,იყალთოს გორაზე გამავალი მაგისტრალური წყალდენი ავარიულად დაზიანდა. 700 მმ-იანი მაგისტრალის დაზიანების ადგილას ტექნიკური ნორმების უგულებელყოფით დაშენებულმა კერძო სახლებმა, ბეტონის კედლებმა და სხვა საყოფაცხოვრებო შენობებმა, დროთა განმავლობაში, ფოლადის მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, მისი დაზიანება გამოიწვია.
დაზიანების დაფიქსირებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 31-ე და 32-ე საავარიო ბრიგადები. რთული ადგილმდებარეობის გამო, ტექნიკური სამუშაოები მიწის სიღრმეში, ძირითადად, ხელით მიმდინარეობდა. კომპანიის საავარიო ჯგუფები იყალთოს გორაზე, 6 საათის მანძილზე, მძიმე მეტეოროლოგიურ და ტექნიკურ პირობებში მუშაობდენ. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დაზიანებული მილის შედუღება, რადგან ქსელი წყლისგან სრულად არ იყო დაცლილი.
დაზიანების აღსადგენად, მაგისტრალურ მილში შეღწევა გახდა აუცილებელი, რისთვისაც შემდუღებლებმა მილზე სარკმელი ამოჭრეს. ვაჟა ქადაგიშვილმა და ოთარ თათიკაშვილმა, 3 იანვარს, ღამით, 9 გრადუს ყინვაში, წყალში, ურთულესი სამუშაო ჩაატარეს, რის შედეგად დედაქალაქის წყალმომარაგება შესაძლებელზე ბევრად მოკლე დროში აღდგა.
საავარიო ჯგუფის წამყვან შემდუღებლებს, კომპანიაში მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად უწევთ მუშაობა სარისკო პირობებში და ერთგულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, არაერთხელ აქვთ შესრულებული მსგავსი სირთულის სამუშაო და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მადლობას უხდის 31-ე და 32-ე საავარიო ბრიგადების თანამშრომლებს, ასევე პირადად ვაჟა ქადაგიშვილს და ოთარ თათიკაშვილს, 2016 წლის 3 იანვარს, იყალთოს გორაზე გაწეული რთული სამუშაოსთვის.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი