ახალი ამბები
...

22/02/2016 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა ამოქმედდა

 
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

მიმდინარე წელს, კომპანიაში ტექნიკური ინოვაციების დანერგვა იგეგმება, რაც დასაქმებულთა მაღალ კვალიფიციას მოითხოვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროგრამა მიზნად ისახავს თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას, საწყის ეტაპზე, კომპანიაშივე დასაქმებული ექსპერტების მეშვეობით. ახალი პროგრამა გრძელვადიანია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

GWP-ის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, პროგრამის ფარგლებში, დიდი გამოცდილების მქონე შვიდი თანამშრომელი-ექსპერტი შეარჩია, რომლებიც თავიანთ ცოდნას კომპანიაში დასაქმებულებს გაუზიარებენ და ამ მიზნით ხუთ სხვადასხვა თემატურ მოდულს გაუძღვებიან. შერჩეული პროფესიონალები, პირველ ეტაპზე, კომპანიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ 32-კაციან ჯგუფს გადაამზადებენ. ექსპერტების ტრენერებად გადამზადება და საჭირო უნარების განვითარება კომპანიამ წინასწარ უზრუნველყო.

ტრენინგები საწყის ეტაპზე ჩატარდება სხვადასხვა მიმართულებით: 1. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყალი; რისკების მინიმიზაცია - ტრენერები: თამარ ნიკურაძე, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი; ალექსანდრა ფალავანდიშვილი, ცენტრალური საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი; გიორგი დემურიშვილი, სამგორის საფილტრე სადგურის ექსპლუატაციის სამსახურის ტექნოლოგი; 2. საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების ისტორია, თბილისის წყალსადენის განვითარების ეტაპები, მსოფლიო და საქართველოს წყლის რესურსები - ტრენერი: ნიკოლოზ კაკუშაძე - პასპორტიზაციის სამსახურის უფროსი; 3. წყლის მოპოვების არსებული და უახლესი მეთოდები, ალტერნატიული გზების განვითარება; წყლის დამუშავება-ტრანსპორტირება - ტრენერი: გია მაღრაძე, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის უფროსი; 4. წყალსადენ-კანალიზაციის პროექტირების საფუძვლები, პროექტის დამუშავება-შედგენა - ტრენერი: მარინე ნაცვლიშვილი, საპროექტო სამსახურის უფროსი; 5. წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის წყალგამტარი ქსელების მუშაობის მოწესრიგება; ოპტიმალური რეჟიმების რეგულირება - ტრენერი: ევგენი ტიმონინი, აქტივების აღრიცხვისა და განვითარების დირექტორი.

„თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების პროგრამა“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. მომდევნო ეტაპებზე, კომპანიისთვის სტრატეგიული მიდგომებისა და თანამედროვე მიმართულებების შესასწავლად, GWP-ს მენეჯმენტი გარე ექსპერტების მოწვევასაც გეგმავს.


 
ტრენერების ბიოგრაფია

ნიკოლოზ კაკუშაძე 
GWP-ის პასპორტიზაციის სამსახურის უფროსი
22.04.1941


1963-1970 - თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობა; პროფესიით ინჟინერი.
1970 წლიდან მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში; წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.


ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების ისტორია, თბილისის წყალსადენის განვითარების ეტაპები; წყლის რესურსები მსოფლიოსა და საქართველოში.
კურსის მიზანი: წყალმომარაგების მნიშვნელობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება.





მაღრაძე გია 
GWP-ის სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის უფროსი

24.12.1957

1975-1983 - თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სამრეწველო ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგების სპეციალობა.

1975 წლიდან მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაგვის ხეობის სათავო ნაგებობებს.

ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: წყლის მოპოვების მეთოდები და ალტერნატიული გზები; წყლის დამუშავება და ტრანსპორტირება
კურსის მიზანი: სასმელი წლის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდებს შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; მომავალში ალტერნატიული გზების განვითარებსი ხელშეწყობა.

 



მარინე ნაცვლიშვილი
GWP-ის საპროექტო სამსახურის უფროსი
19.09.1977

1994-1998 - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი, წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობა.
1998-2000 - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა.
2006 წლიდან დღემდე მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში; არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი (თემა: წყალმომარაგება-წყალარინების დაცვის სისტემის მშენებლობა).


ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: წყალსადენ-კანალიზაციის პროექტირების საფუძვლები, პროექტის დამუშავება-შედგენა
კურსის მიზანი: პროექტის დამუშავებისა და შედგენის შესაძლებლობა სწავლება.

 



ევგენი ტიმონინი
GWP-ის აქტივების აღრიცხვისა და განვითარების დირექტორი
16.02.1965

1998-2003  - ქ. ტომსკის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2005 წლიდან მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში. 


ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის წყალგამტარი ქსელების მუშაობის მოწესრიგება
კურსის მიზანი: ქსელებში ოპტიმალური რეჟიმების რეგულირება

 



თამარ ნიკურაძე 
GWP-ის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი
21.09.1973

1990-1995 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი
კვალიფიკაცია: ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგი, ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების დაცვა; გავლილი აქვს არა ერთი კურსი და ტრეინინგი წყლის ხარისხის და სტანდარტების დაცვის მიმართულებით; 1995 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიაში. 




ალექსანდრა ფალავანდიშვილი 
GWP-ის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი
04.02.1960

1977-1982 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ქიმიის ფაკულტეტი; გავლილი აქვს არაერთი კურსი და ტრეინინგი წყლის ხარისხისა და სტანდარტის დაცვის მიმართულებით; 2011 წლის სექტემბრამდე მუშაობდა კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიაში უფროს ქიმიკოსად; 
2012 წლიდან დღემდე საკ-ის ტექნიკური შემფასებელი და ლაბორატორიების ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე.




გიორგი დემურიშვილი 
GWP-ის სამგორის სათავო ნაგებობის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ტექნოლოგი
20.11.1981

2001-2005  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმია–ბიოლოგიის ფაკულტეტი
2005-2007 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმია–მეტალურგიის ფაკულტეტი - მაგისტრატურა
2008-2012 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმია–მეტალურგიის ფაკულტეტი - დოქტორანტურა
კვალიფიკაცია: ქიმიური წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგი.
აქვს დიდი გამოცდილება წყალმომარაგების, ტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაცია-აღდგენის კუთხით, ასევე, ტექნოლოგიური პროცესების მართვაში: სასმელად განკუთვნილი წყლის ფილტრაცია, ქლორით გაუსნებოვნება, კოაგულირება და აქტიური ნივთიერებებით დამუშავება.


ტრენინგს ჩაატარებენ თემაზე: ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყალი; რისკების მინიმიზაცია
ტრეინიგის მიზანი: სასმელი წყლის დაბინძურების რისკების შემცირება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება


თამარ ნიკურაძე - წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული ზონების დაცვა 297/ნ ბრძანების შესაბამისად; სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად

გიორგი დემურიშვილი - წყალმომარაგების წყაროების (ზედაპირული, მიწისქვეშა) ხარისხის კონტროლი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად

ალექსანდრა ფალავანდიშვილი - სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის აკრედიტაცია ისო /იეკ 17025 შესაბამისად



კურსი, რომელიც 5 მოდულისგან შედეგბა, განკუთვნილია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური პერსონალისათვის“


სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად