22/02/2016 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ თანამშრომელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა ამოქმედდა
ნიკოლოზ კაკუშაძე
GWP-ის პასპორტიზაციის სამსახურის უფროსი
22.04.1941
1963-1970 - თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობა; პროფესიით ინჟინერი.
1970 წლიდან მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში; წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების ისტორია, თბილისის წყალსადენის განვითარების ეტაპები; წყლის რესურსები მსოფლიოსა და საქართველოში.
კურსის მიზანი: წყალმომარაგების მნიშვნელობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება.
მაღრაძე გია
GWP-ის სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების დეპარტამენტის უფროსი
24.12.1957
1975-1983 - თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სამრეწველო ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგების სპეციალობა.
1975 წლიდან მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაგვის ხეობის სათავო ნაგებობებს.
ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: წყლის მოპოვების მეთოდები და ალტერნატიული გზები; წყლის დამუშავება და ტრანსპორტირება
კურსის მიზანი: სასმელი წლის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდებს შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; მომავალში ალტერნატიული გზების განვითარებსი ხელშეწყობა.
მარინე ნაცვლიშვილი
GWP-ის საპროექტო სამსახურის უფროსი
19.09.1977
1994-1998 - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი, წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობა.
1998-2000 - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა, ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა.
2006 წლიდან დღემდე მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში; არის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი (თემა: წყალმომარაგება-წყალარინების დაცვის სისტემის მშენებლობა).
ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: წყალსადენ-კანალიზაციის პროექტირების საფუძვლები, პროექტის დამუშავება-შედგენა
კურსის მიზანი: პროექტის დამუშავებისა და შედგენის შესაძლებლობა სწავლება.
ევგენი ტიმონინი
GWP-ის აქტივების აღრიცხვისა და განვითარების დირექტორი
16.02.1965
1998-2003 - ქ. ტომსკის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2005 წლიდან მოღვაწეობს წყალმომარაგების სფეროში.
ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: წყალმომარაგების ადგილობრივი სისტემის წყალგამტარი ქსელების მუშაობის მოწესრიგება
კურსის მიზანი: ქსელებში ოპტიმალური რეჟიმების რეგულირება
თამარ ნიკურაძე
GWP-ის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი
21.09.1973
1990-1995 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი
კვალიფიკაცია: ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგი, ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების დაცვა; გავლილი აქვს არა ერთი კურსი და ტრეინინგი წყლის ხარისხის და სტანდარტების დაცვის მიმართულებით; 1995 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიაში.
ალექსანდრა ფალავანდიშვილი
GWP-ის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი
04.02.1960
1977-1982 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ქიმიის ფაკულტეტი; გავლილი აქვს არაერთი კურსი და ტრეინინგი წყლის ხარისხისა და სტანდარტის დაცვის მიმართულებით; 2011 წლის სექტემბრამდე მუშაობდა კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიაში უფროს ქიმიკოსად;
2012 წლიდან დღემდე საკ-ის ტექნიკური შემფასებელი და ლაბორატორიების ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე.
გიორგი დემურიშვილი
GWP-ის სამგორის სათავო ნაგებობის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი ტექნოლოგი
20.11.1981
2001-2005 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმია–ბიოლოგიის ფაკულტეტი
2005-2007 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმია–მეტალურგიის ფაკულტეტი - მაგისტრატურა
2008-2012 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმია–მეტალურგიის ფაკულტეტი - დოქტორანტურა
კვალიფიკაცია: ქიმიური წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგი.
აქვს დიდი გამოცდილება წყალმომარაგების, ტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაცია-აღდგენის კუთხით, ასევე, ტექნოლოგიური პროცესების მართვაში: სასმელად განკუთვნილი წყლის ფილტრაცია, ქლორით გაუსნებოვნება, კოაგულირება და აქტიური ნივთიერებებით დამუშავება.
ტრენინგს ჩაატარებენ თემაზე: ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყალი; რისკების მინიმიზაცია
ტრეინიგის მიზანი: სასმელი წყლის დაბინძურების რისკების შემცირება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება
თამარ ნიკურაძე - წყალმომარაგების ობიექტების სანიტარული ზონების დაცვა 297/ნ ბრძანების შესაბამისად; სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად
გიორგი დემურიშვილი - წყალმომარაგების წყაროების (ზედაპირული, მიწისქვეშა) ხარისხის კონტროლი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად
ალექსანდრა ფალავანდიშვილი - სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის აკრედიტაცია ისო /იეკ 17025 შესაბამისად
კურსი, რომელიც 5 მოდულისგან შედეგბა, განკუთვნილია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური პერსონალისათვის“
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი