ახალი ამბები
...

27/04/2016 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბანოების მეპატრონეებს მიმართავს - არ გაბედოთ აბანოების დახურვა!

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი, იმედა დვალიძე გოგირდის აბანოების წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შპს „ნარიყალას“ დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის საჯარო გამოსვლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.

 

„გუშინ გავრცელდა გოგირდის აბანოების წარმომადგენლის განცხადება, სადაც იგი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებს და „ჯორჯიან უოოთერ ენდ ფაუერს“ ბრალს სდებს მათთვის წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის მოხმარებისთვის უსამართლო ტარიფის დაწესებაში.

 

მათი განცხადების თანახმად, თუ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მიმართავენ უკიდურეს ზომებს, რაც უარყოფითად აისახება აბანოების მუშაობაზე და გამოიწვევს მათ საბოლოოდ დახურვას.

 

ვაცხადებ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, არამედ დედაქალაქის მერიის, სემეკის და სასამართლოს მიმართ ზეწოლას. აბანოების წარმომადგენლებს მივმართავ საჯაროდ, მკაფიოდ და გასაგებად – არ გაბედოთ აბანოების დახურვა! – მსგავსი ქმედება, მაშინ, როცა დავა სასამართლოშია და დღე–დღეზე ჩანიშნულია მოსამზადებელი სხდომა, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა შანტაჟსა და ზეწოლას. შანტაჟზე კი, როგორც წესი, მაშინ მიდიან, როცა არგუმენტები არ აქვთ“ – აცხადებს დვალიძე.

 

მისი თქმით, აბანოების მეპატრონეები, ანუ ჩვეულებრივი კერძო ბიზნეს–სუბიექტები, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“, ანუ ასეთივე ჩვეულებრივი კერძო სუბიექტისგან, უაპელაციოდ ითხოვენ მათთვის შეღავათიანი ტარიფის დაწესებას. „ოპონენტი მხარის წარმომადგენლები აცახდებენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ ელიან სამართლიან გადაწყვეტილებას. მათ ვუპასუხებ, რომ კომპანიამ უკვე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა მათ წყალარინების სისტემით სარგებლობაზე ზუსტად ისეთივე გადასახადი დაუწესა, რასაც იხდის აბსოლუტურად ყველა ბიზნეს–სუბიექტი დედაქალაქში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე.

 

კომპანიის ტარიფებს, რამდენადაც იგი ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მენეჯმენტი გოგირდის აბანოებს სთხოვს ზუსტად ამ გადასახადის გადახდას, არცერთი თეთრით მეტს“ – ამბობს დვალიძე.

 

მისი განცხადებით, მართალია, ბატონი ტოტოღაშვილი, როცა ამბობს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მათ მხოლოდ დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ელაპარაკება. „დიახ, ასეა, და ესეც კომპანიის კეთილი ნებაა გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მიმართ. ისინი ან უნდა დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე, ან თავიანთი არგუმენტებით უნდა წარსდგნენ სასამართლოში, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენ მივმართეთ და არა მათ.

 

ყველა სხვა შემთხვევა, იქნება ეს საპროტესტო აქციები აბანოების მომსახურე პერსონალის ფონზე, აბანოების დახურვის მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია, როგორც აღვნიშნე, არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის მცდელობა.

 

ჩვენი კომპანია შანტაჟს არ ექვემდებარება, შანტაჟით გადაწყვეტილებები არ მიიღება. სიმართლე ერთია, ის ცხადია და ის არ არის გოგირდის აბანოების მეპატრონეთა მხარეზე. სწორედ, ამიტომაც გაურბის მას  უარგუმენტო ოპონენტი მხარე და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, – დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში, საკუთარი არგუმენტები (თუკი ასეთი გააჩნიათ) წარმოადგინონ სასამართლოში, თავი დაანებონ შანტაჟს და არ გაბედონ აბანოების დახურვა“, – აცხადებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი, იმედა დვალიძე.


სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად