06/06/2016 მედიის წარმომადგენლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს
4 ივნისს „პალიტრა მედიისა“ და მედია ჰოლდინგ „კომერსანტის“ წარმომადგენლებმა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წყლის ხარისხის კონტროლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია და ღრმაღელის საფილტრე სადგური მოინახულეს - სადაც ნედლი წყლის, სასმელ პროდუქტამდე დამუშავება ხდება.
მედიის წარმომადგენლებმა ჟინვალის წყალსაცავი, ნატახტრის წყალსადენი, საგურამოს სატუმბო სადგური და საგურამოჰესის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერეს.
შეხვედრას „კვირის პალიტრის“, „ინტერპრესნიუსის“, „ბიზნესპრესნიუსის“, ტელევიზია „პალიტრა ნიუსის“, ჟურნალ „გზის“ და რადიო „კომერსანტის“ წარმომადგენლები ესწრებონენ.
ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა, მედია საშუალებების ჟურნალისტებს, დედაქალაქის წყალმომარაგების პროცესი გააცნეს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი