17/06/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამგორის რაიონში ჭირნახულის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - 1 კმ სიგრძის მაგისტრალური ძველი წყალსადენი ახლით შეიცვალა. აღნიშნულის შედეგად, სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩიდან გამავალი ყველა ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულების ეტაპზეა. შეიცვლება, როგორც წყლის ასევე წყალარინების ამორტიზებული ქსელები.
მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ახალი 1 კმ-იანი ქსელის მოწყობის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა. შედეგად დედაქალაქის ზედა ზონებს - წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს, კიკეთს და ახალდაბას ალტერნატიული წყალმომარაგების შესაძლებლობა ექნებათ, რაც სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
ასევე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე - წყალსადენის 900 მეტრიანი და წყალარინების 120 მეტრიანი ძველი მონაკვეთები ახლით შეიცველბა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გლდანის რაიონშიც, მებაღიშვილის ქუჩაზე - 500 მეტრიანი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი ახლით შეიცვლება.
ამავე რაიონში, ბიჭვინთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა, სადაც, მაგისტრალური წყალსადენის 800 მეტრიანი ძველი მონაკვეთი შეიცვლება.
აღნიშნული სამუშაოები ზემოთ მოცემულ უბნებში სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი