01/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, 1 ივლისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის დასაქმების ფორუმი დაიწყო.
პროექტის მიზანია ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა. ფორუმისა და კრეათონის გამარჯვებულები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიმდინარე კვირაში, კომპანიის ობიექტებზე მორიგი მედიატური მოაწყო. შეხვედრას ,,მაესტროს“, ,,რუსთავი 2-ის“, ,,სააგენტო პირველის“, ,,კავკასპრესის“, ,,ჯორჯიან თაიმსის“, ,,ბანკები და ფინანსების“, ,,რეზონანსის“, ,,ინფო 9-ის“ და ,,რეპორტიორის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჟურნალისტებმა ღრმაღელეს საფილტრე სადგური, საგურამოს სატუმბო სადგური და ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც წყლის ანალიზი 24 საათიან რეჟიმში კეთდება.
სტუმრებმა ასევე, "საგურამოჰესის" მშენებლობის პროცესი მოინახულეს, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.
მედიის წარმომადგენლებმა ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები და ჟინვალის წყალსაცავი დაათვალიერეს.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში.
ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, მუხრანის ქუჩაზე კომპანიამ მაგისტრალური წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ახლით შეცვლება 900 მმ-იანი ქსელის 450 მეტრი მონაკვეთი.
ასევე, საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე მიმდინარეობს 160 მეტრი მონაკვეთის წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა, რაც აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლების წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობებსებს.
დასრულების ეტაპზეა გლდანის რაიონში მებაღიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლით იცვლება 500 მეტრი წყლის მაგისტრალური მონაკვეთი.
აღნიშნული სამუშაოები ზემოთ მოცემულ უბნებში სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი