ახალი ამბები
...

08/07/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

 

დღეს, 8 ივლისს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მენეჯმენტი  კომპანიის  განვითარების სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.

 

კომპანიისწარმომადგენლებმა, მოწვეულ სტუმრებს,  მნიშვნელოვანი საინვესტიცო მიმართულებები გააცნეს. საუბარი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, დედაქალაქის წყალმომარაგებასა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებზე შედგა.

 

4 ივლისს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი წარმატებით დასრულდა. ჟიურიმ სამი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულები კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ფულადი პრემიით დაჯილდოვა.

 

კომპანიამ ზონირების პროექტი დაიწყო,  რაც წყლის დანაკარგების შემცირებას უზრუნველყოფს.

ზონირების პროექტის განსახორციელებლად პირველი ბიზნეს-ცენტრი ისანი-სამგორის რაიონში გაიხსნა.

 

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორის და სხვა ტექნიკური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაიწყო.

საგურამოჰესის ამოქმედება დაგეგმილია ოქტობრის თვეში, რაც  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.

 


კომპანია თბილისის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს  აგრძელებს.

მიმდინარე კვირის მანძილზე  ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, თემქის XI მ/რ-ს III კვარტალში, მაგისტრალური წყალსადენის 200 მეტრი  სიგრძის მონაკვეთის ახლით შეცვლის პროცესი დაიწყო.

 

სამგორის რაიონში, ლოჭინოს ხევზე, 1200 მმ-იანი წყალსადენის, 140 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ახლით იცვლება წყალსადენის და წყალარინების ქსელები.

 

ასევე დასრულების ეტაპზეა გლდანის  რაიონში, მორეტის ქუჩაზე მიმდინარე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი.

 

 

აღნიშნული სამუშაოები ზემოთ მოცემულ უბნებში სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.     

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად