ახალი ამბები
...

15/04/2010 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმ" კორპორატიული პრეზენტაცია გამართა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", თავისი საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით, 14 აპრილს, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” კორპორატიული პრეზენტაცია გამართა.

კომპანიის ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მას-მედიის წარმოადგენლები.
 
პრეზენტაციაზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა შეაჯამა კომპანიის მიერ 2008 წლის მაისიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები. კომპანიის ხელმძღვანელი თავის გამოსვლაში შეეხო დედაქალაქში მიმდინარე და უკვე ჩატარებულ კომპლექსურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კომპანიის მსხვილი ობიექტების რეკონსტრუქციას; ისაუბრა დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თაობაზე. იორგ მათისმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად; შეაფასა კომპანიის მიერ თბილისის მოსახლეობისთვის სხვადასხვა დროს შეთავაზებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის სპეციალური პროგრამების მსვლელობა და მათი შედეგები; ასევე, ისაუბრა თბილისის მერიასთან ერთად ამჟამად მიმდინარე აქციის მნიშვნელობაზე, რომელიც დავალიანების მქონე თბილისელებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. იორგ მათისმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას და იმედი გამოთქვა, რომ კომპანიისა და თბილისის მერიის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება, რაც ორივე მხარეს არაერთი პროექტის ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. იორგ მათისის თქმით, ყველა ერთობლივი პროექტი, საბოლოო ჯამში, დედაქალაქის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას წაადგება.

იორგ მათისმა ასევე წარმოადგინა კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებაც კომპანია 2010 წლის განმავლობაში გეგმავს. ღონისძიებაზე შედგა კომპანიის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციაც (www.georgianwater.com), "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", საქმიანობის ამსახველი ფილმისა და  ფოტოგამოფენის ჩვენება. სპეციალურად, მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა "მოძრაობის თეატრის" მიერ დადგმული პერფორმანსი, ამავე თეატრის ბენდმა კი მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა.

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად