23/09/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
ახალი ჰიდროელექტროსადგური, საგურამოჰესი, საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში 25 სექტემბრიდან ჩაერთვება. ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები დასრულდა და ჰესი ტესტირების რეჟიმში მუშაობს.
საგურამოჰესის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კვირას, 25 სექტემბერს, 13:00სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართება. ახალი ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტ\სთ.
ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.
კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე. წყალარინების ქსელის 350 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცველბა.
დასრულების ეტაპზეა სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 850 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის პირველ შესახვევში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. წყალსადენის ქსელის 650 მეტრი სიგრძის და წყალარინების 170 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი