ახალი ამბები
...

30/09/2016 სულ მალე დიდების დასახლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

 

კიკეთში, დიდების დასახლებაში მალე 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან და მერიასთან ერთად  დიდების დასახლებაში სრულად გამართა წყალმომარაგების სისტემა - განაახლა წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 3კმ სიგრძის  მონაკვეთი, დაამონტაჟა 5 ევროსტანდარტის  რეგულატორი და 3 გამანაწილებელი ურდული, რაც მოსახლეობის უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.  კომპანიამ ასევე აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობას მრიცხველები დაუმონტაჟა.

 

სოფელ დიდებაში წლების განმავლობაში არსებული  პრობლემა მოგვარდა და რამდენიმე დღეში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  80-ზე მეტ ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, ხოლო დარჩენილ 25 ოჯახს უმოკლეს დროში მიეწოდებათ სასმელი წყალი.

 

აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობის აბონირება მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით მოხდება.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად