ახალი ამბები
...

13/10/2016 ,,გადაიხადე 50%“ - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავალიანების მქონე აბონენტებისთვის წამახალისებელ აქციას იწყებს, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დავალიანების მქონე აბონენტებს  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევრის ავტომატურად ჩამოჭრას სთავაზობს. 

 

აქციის პირობების, ასევე  დავალიანების ოდენობის დასაზუსტებლად აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიას: ცხელ ხაზზე -  2 93 11 11, ასევე ონლაინ ჩათის და ფეისბუქის მეშვეობით, ან  მიმართონ კომპანიის სერვის ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში  - ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში -  ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.

 

დავალიანების 50%-ის დაფარვა შესაძლებელია ოფისში მისვლის გარეშე. აბონენტმა საკმარისია დარეკოს ცხელ ხაზზე, ან ისარგებლოს კომპანიის ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერატორი მომხმარებელს  მარტივად ჩართავს აქციაში და დაეხმარება დავალიანების ჩამოწერაში. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართონ უახლოეს სერვისცენტრს.

 

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება, რამდენადაც აქციის პირობები ამის საუკეთესო საშუალებაა.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად