13/10/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დავალიანების მქონე აბონენტებისთვის წამახალისებელი აქცია „გადაიხადე 50%“ დაიწყო. კომპანია დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.
კომპანიამ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლისა და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ახლით შეიცვალა მაგისტრალური ქსელის 450 მეტრის სიგრძის მონაკვეთი და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად, დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კომპანიამ პროექტში 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან ერთად დიდი ჯიხაიშის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება. პროექტის ფარგლებში სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა. სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:
ვაკის რაიონში, ახალდაბის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 550 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. წყალსადენის ქსელის 380 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი და წყალარინების ქსელის 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
გლდანის რაიონში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 350 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
ასევე, გლდანის რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტაბიძიძის ქუჩაზე დაიწყო. წყალსადენის ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ამავე რაიონში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წყალსადენის ქსელის 150 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი