ახალი ამბები
...

21/10/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

დღეს ,, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა საქართველოს წამყვან საუნივერსიტეტო სკოლებთან ერთად დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული  კანდიდატები სიგელებით დააჯილდოვა.

 

ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრების დასაქმება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში აპირებს შეიმუშაოს დასაქმების ისეთი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებს კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე დარგების და მიმართულებების განვითარების საშუალებას მისცემს, სტუდენტების კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

 

,,გადაიხადე  50%“ - ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წამახალისებელი აქცია  “რუსთავის წყლის” აბონენტებზეც გავრცელდა. თბილისის და რუსთავის დავალიანების მქონე აბონენტებს  კომპანია 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

 

დღეიდან გლდანის მასივს ორი ალტერნატიული კვების წყარო აქვს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, გლდანის ხევში წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დაასრულა და  ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. პროექტში კომპანიამ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

კრწანისის რაიონში, ჟორდანიას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალარინების ქსელის 400 მეტრის მონაკვეთი  ახლით შეიცვალა და ოთხი ახალი ხარჯმზომი ჭა მოეწყო.

 

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა. კომპანია სრულად ცვლის მიწისქვეშა კომუნიკციის სისტემას და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, წყალარინების ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 150 მეტრამდე სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა და მოეწყო ორი ჭა. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 10.2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

გლდანის რაიონში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის მოძველებული 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა და ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

ამავე რაიონში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  წყალსადენის ქსელის 350 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

 

ასევე, გლდანის რაიონში, ტაბიძიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად