23/12/2016 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გაზეთ „ვერსიას“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საქმე მოუგო
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შეტანილი საქმე გაზეთ „ვერსიას“ წინააღმდეგ GWP-ის სასარგებლოდ დასრულდა.
სადავო მასალა ეხებოდა 2016 წლის, 22-23 თებერვლის, გაზეთ „ვერსიას“ მე-19 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწვეტილებით, გაზეთ „ვერსიას“ რედაქტორმა მაია ფურცელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმად: ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას-მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. http://qartia.org.ge/
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი