ახალი ამბები
...

13/01/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

 

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდის მიმდებარედ, სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 2.3 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალარინების ქსელის 740 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

საბურთალოს რაიონში, ოდესის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - 730 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ამავე რაიონში, ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად გრძელდება - წყალარინების  ქსელის 560 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.  

 

ასევე სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 680 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საერთო ჯამში წყალარინების ქსელის 2800 მეტი სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში,  ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - წყალსადენის ქსელის 1300 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა -  წყალსადენის ქსელის 320 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად